თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ვირუსს 600 012 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში ინფიცირების 33 477 016 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა