თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

ყოველდღე მსოფლიოში 7 მილიარდი პირბადე გამოიყენება

ყოველდღე მსოფლიოში ადამიანები 7 მილიარდი პირბადეს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ავრცელებს.

კერძოდ, მხოლოდ ევროკავშირი დღეში დაახლოებით 900 მილიონ პირბადეს მოიხმარენ. დაახლოებით 2700 ტონა პირბადე ნარჩენებში ხვდება.

სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ ისინი კომპოზიტური პლასტიკისგან მზადდება და პოტენციურად დაბინძურებულია, გადაგდების ნაცვლად, მათი გაგზავნა უტილიზაციასა და გადამუშავებაზე არის შესაძლებელი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბუნებაში პირბადეების გავრცელება სახეობებსა და ჰაბიტატებზე დიდ გავლენას ახდენს.

WWF-ში აღნიშნავენ, რომ არსებობენ თევზები, კუები, ზღვის ძუძუმწოვრები და ფრინველები, რომლებიც პირბადეს მთლიანად ყლაპავენ ან რეზინის ლენტების მსხვერპლნი ხდებიან.

გარდა ამისა, გარემოში რამდენიმეკვირიანი მუდმივი ყოფნის შემდეგ პირბაზე მიკროფიბრებად იშლება, რომელსაც ტოქსიკური ქიმიკატებისა და პათოგენური მიკროორგანიზმების დაგროვება და გამოყოფა შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა