თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2,66 მილიონი შემთხვევა და 72,5 ათასზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გასულ კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით არის შემცირებული, ხოლო სიკვდილიანობა - 2%-ით.

ჯანმო-ს ცნობით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა მხოლოდ აფრიკაში (44% -ით) ფიქსირდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით ინფიცირებამ 27%-ით იკლო, ხოლო ევროპაში - 13%-ით.

ჯანმო აღნიშნავს, რომ გლობალურად კორონავირუსული შტამების გავრცელება კონტროლს ჯერ კიდევ არ ექვემდებარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, "ალფა" შტამი, რომელიც პირველად 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უკვე 172 ქვეყანაშია ვრცელდება.

"გამა" შტამი, რომელიც სექტემბერში ბრაზილიაში აღმოაჩინეს, 68 ქვეყანაშია გავრცელებული.

"დელტა" შტამმა კი, რომელიც პირველად 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა, 80-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.

ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ინდოეთში დაფიქსირდა - 630 ათასი.

აფრიკაში ერთ კვირაში სიკვდილიანობა 20%-ით გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევათა ზრდა ასევე აღინიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (12%-ით).

სიკვდილიანობა შემცირდა ევროპაში (17%-ით) და ამერიკაში (7%-ით).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა