თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

ქათამი, ძროხა, შვებულება, თუნდაც მილიონიანი ბინა - აზიაში ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ

ქათამი, ძროხა, ანაზღაურებადი შვებულება, თუნდაც მილიონიანი ბინა, ეს არის პრიზები ტაილანდიდან-ინდონეზიამდე, ვინც COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს, რადგან აზიის ქვეყნები აქტიურად უწყობენ ხელს დაძლიონ ანტივაქსერული დამოკიდებულება საზოგადოებაში და დაარწმუნონ საკუთარი მოსახლეობა ვაქცინის აუცილებლობაში. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

ტაილანდის ერთ-ერთ რაიონში ჩრდილოეთ ჩაინგ მაიში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერები არიან, ამ თვეში ხელისუფლებამ ძროხების გათამაშება დაიწყო, რამაც როგორც ჩანს, დიდი შედეგი გამოიღო.

65 წლის ქალმა რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, მოიგო ძროხა და განაცხადა, რომ „ეს საუკეთესო საჩუქარია.“

2 კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ 27 ძროხით დააჯილდოვა ადგილობრივი მცხოვრებნი. ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულმა კამპანიამ აიძულა უბნის 1400 მცხოვრები (50%-ზე მეტი) - მრავალი მოხუცი და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი - დარეგისტრირებულიყვნენ ვაქცინაციისათვის.

ტაილანდის 66 მილიონიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 4,76 მილიონმა გაიკეთა COVID 19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა.

აზიის მასშტაბით ბევრს არ სურდა ვაქცინაცია, დეზინფორმაციამ და გაურკვევლობამ ვაქცინის ირგვლივ, გაურკვევლობაში შეიყვანა საზოგადოება.

ჰონგ-კონგში, სადაც პანდემია კონტროლდება, ხელისუფლება წუხს, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს იღბლიან წახალისებას, ვინც ვაქცინას მიიღებს, მათ გადაეცემათ სავაჭრო ვაუჩერები. გასამგზავრებელი ბილეთები, ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინები რომელთა ღირებულებაც 10.8 მილიონი აშშ დოლარია ($ 1,4 მილიონი).

ზოგმა ბიზნესს წარმომადგენელმა წარმოადგინა დამატებითი წახალისების გეგმა, ისინი სთავაზობენ თანამშრომლებს ანაზღაურებულ შვებულებას. ერთი კერძო სპორტული კლუბი ჯილდოს ნაცვლად იყენებს სასჯელს, ავალებს მის თანამშრომლებს ვაქცინაცია ჩაიტარონ ივნისის ბოლოს ან უარი თქვან სამომავლო პრემიებზე, დაწინაურებებსა და ხელფასების მომატებაზე.

კორონავირუსით ძლიერ დაზარალებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, ინდონეზიაში, ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია კორონავირუსის ვაქცინაციის შიშის დასაძლევად.

ინდონეზიის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 1,9 მილიონზე მეტი ინფიცირებულია და 53,280 გარდაცვლილი. ამასთან, სისხლის ანალიზების ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ აქ COVID 19-ის რეალური გავრცელება შეიძლება 30-ჯერ მეტი იყოს.

„მეშინოდა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ, მაშინვე მოვკვდებოდი... შემდეგ იყო უფრო შემაშფოთებელი ამბები, რომ ამ ვაქცინაში ღორის ხორცი იყო“, - თქვა 67 წლის ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციის მცხოვრებმა.

ინდონეზიელ მუსლიმთა შორის, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 85%-ზე მეტს შეადგენენ, ბევრი წუხს სარწმუნოების მიხედვით დასაშვებია თუ არა ვაქცინაცია.

ციპანასის ხელისუფლების განცხადებით, განსაკუთრებით რთული იყო მოხუცების დარწმუნება, რომ ვაქცინები უსაფრთხოა. ისევე, როგორც ტაილანდში, აღნიშნულ პროვინციაშიც მოსახლეობას სთავაზობენ ცოცხალ ქათმებს თითოეულ ადამიანს, ვინც ჩაიტარებს ვაქცინაციას.

„ხანდაზმულებს არ სურთ აცრა სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი ამბობს, რომ სურს, მაგრამ ვერ მოდის, ზოგს კი ეშინია ასე რომ, ჩვენ (მათ მონაწილეობას ვაქცინაციის პროცესში) ქათმებით ვაჯილდოებთ“, - აღნიშნა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა.

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სრულად მხოლოდ 5%, ანუ 8,8 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული, რაც ძალიან ცოტა მაჩვენებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა