თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

„ჩვენი გათვლებით, COVID 19-ის დღევანდელი შემთხვევის დაახლოებით 10%, არის ინდური ანუ დელტა შტამი“- პაატა იმნაძე

„ჩვენი გათვლებით დღევანდელი შემთხვევის დაახლოებით 10%, შეიძლება ცოტა მეტიც არის ინდური ანუ დელტა შტამი“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყნების უმრავლესობაში მართალია შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ახლა იმატებს მაგალითად რუსეთში. ბრიტანეთმა, სადაც 90%-ზე მეტია უკვე დელტა შტამი შეანელა დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა.

„დელტა შტამს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. სიმპტომატიკაც ცოტა განსხვავებულია. უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს - იქ პრაქტიკულად სურდო არ იყო ხოლმე.

ვიცით რომ ძირითადი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, სუნის ან გემოვნების დაკარგვა ეს უკანასკნელი ახლა უფრო ნაკლებად გვხვდება.

ეს უფრო ჰგავს ჩვეულებრივ სიმპტომებით გაციებებს და გრიპისმაგვარ დაავადებებს, ეს თავის მხრივ სახიფათოა, იმიტომ რომ შესაძლოა ამას ყურადღება არ მიაქციონ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, მათთვის ეს შეიძლება მძიმე სახით არ იყოს გამოვლენილი, მაგრამ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ამ შტამის უფრო ფართოდ გავრცელებას, ასევე სახიფათოა ოჯახის წევრებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებისათვის“- აღნიშნა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით კრიტიკაა ყველა მხრიდან. მისი თქმით, პრაქტიკულად დიდი ხანია გახსნილია ქვეყანა და შეზღუდვები აღარ არის, თუმცა აუცილებელია საზოგადოებამ დაიცვას რეგულაციები. პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან თავშეკავება, ანუ დაცვის საშუალებები დელტა შტამისაგან და ვირუსის სხვა ვარიანტებისგან არის ერთნაირი.

პაატა იმნაძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპზე, ვირუსის გავრცელების მახასიათებელზე და მის მუტაციურ ვარიანტებზე.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ვიტყოდი, რომ არაუშავს ტემპით მივდივართ, ჯერჯერობით სრულად აცრილია მოსახლეობის 3-4%. რა თქმა უნდა ეს ცოტაა, მაგრამ თუ ჩვენ ივლისში, როდესაც მასობრივი იმუნიზაციის კამპანიას დავიწყებთ, შევძლებთ რომ მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა ავცრათ ზაფხულის განმავლობაში, შემოდგომისთვის პროგნოზი კეთილსაიმედო გვექნება და მეოთხე ტალღა არ იქნება ისეთივე დამანგრეველი, როგორც სამწუხაროდ მეორე ტალღა იყო.

ვირუსი სიცოცხლის ელემენტების მატარებელი არსებაა და აქედან გამომდინარე, ეს ვირუსი არის ე.წ. RNM-ის შემცველი, RNM საკმაოდ სწრაფად ცვალებადია , ხოლო DNM უფრო ნაკლებად, საერთოდ ეს მუტაცია ყველა ცოცხალ ორგანიზმში ხდება, ვირუსი ეგუება გარემოს და ცდილობს მოერგოს ადამიანების პოპულაციას, ამიტომ ის ვირუსები მოგვცემენ შთამომავლობას, რომლებიც უკეთესად მოერგებიან. ანდა მუტაცია რომ მოხდება, ზოგი კარგ თვისებას შესძენს, ზოგი ცუდს, ანუ ბუნებრივი გადარჩევა მიმდინარეობს, ეს ბუნებრივი პროცესია.

ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის წახალისება ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად, ზოგან ლატარია თამაშდება, მანქანა თამაშდება “- განაცხადა პაატა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა