თეგებით ძიება
16. 06. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს

ამბობენ, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს მოსახლეობა რეგულაციებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია შევასრულოთ ის მინიმალური რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე რჩება.

„საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს - პირბადე,, პირბადე, პირბადე!!! თუ ინდური შტამი გავრცელდა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს. პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ მისი ტარება აუცილებელია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა