თეგებით ძიება
17. 06. 2021 COVID - 19

ვითვალისწინებთ, რომ კომენდანტის საათის მოხსნა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომენდანტის საათის მოხსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, განსაკუთღებით ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ტიკარაძის თქმით, გადაწყვეტილება საბჭოს ფორმატში მიიღება:

"ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან" - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა