414 თბილისი, 82 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 350 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 414
⭕ აჭარა - 38
⭕ იმერეთი - 82
⭕ ქვემო ქართლი - 50
⭕ შიდა ქართლი - 40
⭕ გურია - 2
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39
⭕ კახეთი - 37
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 16
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 13
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 618, აჭარაში - 234, იმერეთში - 388.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 647 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 9, იმერეთში - 14.
602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.