თეგებით ძიება
17. 06. 2021 COVID - 19

სამცხე-ჯავახეთში ამცრელი ბრიგადის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომელი ლიანა ნებაძე, რომელიც მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრი ავრცელებს.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ.

COVID 19-ით ინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე“, - ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ლიანა ნებაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა