თეგებით ძიება

"ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!” – რას წერენ ექიმები "პრაიმშოუს" გუშინდელ ეპიზოდზე

"პრაიმშოუს" გუშნდელ ეპიზოდს, სადაც გიორგი ღოღობერიძეს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი დაუპირისპირდა, ექიმები ეხმაურებიან.

გიორგი ღოღობერიძის კოლეგამ, ბიძინა კულუმბეგოვმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:

„ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!

იმედია, ამ კარგ და თავდადებულ ადამიანს ბოდიშს მოუხდიან უსწრაფესად ამ სამარცხვინო თავდასხმის გამო“.

კიდევ ერთი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ამ ვიდეოს აზიარებს და წერს:

„რატომ არ შეგვიძლია შავისა და თეთრის გარჩევა?

მეორედ შემხვდა ეს გადაცემა და მეორედაც გამაოგნა.

თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი (!) აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?

კარგი ექიმი ექიმია პალატაშიც, ინტერნეტშიც, სატელეფონო ხაზზეც, ეკრანზეც და არც პაციენტისთვის რჩევის მიცემა აშინებს.

არსებობენ კარგი დამწყები ექიმები და ცუდი პროფესორები“.

აღსანიშნავია კომენტარები, რომლებიც იწერება გიორგის გვერდზე, მოქალაქეთა უმეტესობა აკრიტიკებს “პრაიმშოუს” წამყვანებს და წერს, რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ სურს, მისნაისი ექიმები ჰყავდეს ქვეყანას.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა