თეგებით ძიება
17. 06. 2021 COVID - 19

“ინდური” ვარიანტი ძალიან საშიშია, სექტემბერ-ოქტომბრამდე დაიპყრობს მსოფლიოს" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე სოციალურ ქსელში წერს და ვარაუდობს, რომ ის სექტემბერ-ოქტომბრამდე დაიპყრობს მსოფლიოს.

"დელტა ვარიანტი ანუ “ინდური” ვარიანტი კორონა ვირუსის არის ძალიან საშიში მოვლენა..

1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონა ვირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 3 მილიონს აჯარბებს

ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! მარტი ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში -10%, საფრანგეთში - 4% ....
საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად.....
რა ვქნათ ?!
სამედიცინო პირბადე
ორმეტრიანი დისტანცია
ფაიზერი, რატომ ფაიზერი და იმიტომ .... 86%-იტ იცავს ინდური ვარიანტისგან, გასაგებია?! .... დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს... დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი - შავი...
არ დაიღალეთ ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით ?!
მე დავიღალე, ოღონდ მართლა.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა