671 ინფიცირება, 657 გამოჯანმრთელება, 17 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 657 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 357591 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5131 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 343377 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,35%, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,5%