თეგებით ძიება
18. 06. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძემ მეოთხე ტალღის დაწყების და პანდემიის დასრულების პერიოდები დაასახელა

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან, შესაძლოა, ქვეყანაში მეოთხე ტალღა დაიწყოს, თუმცა, გაცილებით მსუბუქი იქნება.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა