საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლები 2,46%-ია
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 17 პაციენტი გარდაიცვაალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 544, „პისიარ“ ტესტით – 17 728.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232.
კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 764 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 584 პირი.