თეგებით ძიება
19. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გდადასტურდა.

გამყრელიძის განმარტებით, ორივე მათგანი გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა