საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 18 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 329, „პისიარ“ ტესტით – 9 408.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,78%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,66%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 344 748 გამოჯანმრთელდა, 5 160 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 233 488 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 583.
კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 762 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 589 პირი.