თეგებით ძიება
20. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,78%-ია

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,78%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,66%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 18 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 329, „პისიარ“ ტესტით – 9 408.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 344 748 გამოჯანმრთელდა, 5 160 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 233 488 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 583.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 762 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 589 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა