ზაფხულია, მეტი თავისუფლება გვინდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯანმრთელობის ხარჯზე - ამირან გამყრელიძე
მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა.
"ეს ცეცხლთან თამაშია, გამიგეთ? ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო ქვეყანაში, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის.
ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ დიახ, გასაგებია, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე", - აცხადებს გამყრელიძე.