თეგებით ძიება
21. 06. 2021 COVID - 19

"კომენდანტის საათი" და ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებელობა იხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა უკვე მიმდინარე თვეშივე მოიხსნება.

„ერთადერთი შეზღუდვა ახლა „კომენდანტის საათია“ და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის „კომენდანტის საათი“, მოიხსნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ


მისი თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაც.

„მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად გვიცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, პრაქტიკულად არ ინფიცირდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა