166 თბილისი, 18 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 059 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 260 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 166
⭕ აჭარა - 18
⭕ იმერეთი - 17
⭕ ქვემო ქართლი - 14
⭕ შიდა ქართლი - 9
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7
⭕ კახეთი - 16
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 5
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 7
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.
590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 222- აჭარაში.
4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.