თეგებით ძიება
21. 06. 2021 COVID - 19

ლეტალობის რიცხვი საკმაოდ მაღალია, სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი - ტიკარაძე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი არის არა მოკლევადიანი, ფრაგმენტული გახსნები, რომელიც შეიძლება შემდეგში იყოს მასშტაბური დახურვების მიზეზი, არამედ სწორად გაანალიზებული, მართული პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ზაფხულის პერიოდი ეკონომიკისთვის მდგრადად გავიაროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ღამის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შესახებ იმსჯელებს.

„დღესდღეობით ეპიდვითარება საყურადღებოა. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდ რიცხვები, რომელიც ქვეყნდება დადებითობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, არამედ ლეტალობის კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში არის. ვხედავთ, რომ ვირუსის შტამს, რომელიც დღეს დომინანტურია ქვეყანაში, არ აქვს მარტივი მიმდინარეობა და ლეტალობის რიცხვი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ დამატებით საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელებთ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, ვთვლი, რომ სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთელი ზაფხული წინ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მოკლევადიანი, ფრაგმენტული გახსნები, რომელიც შეიძლება შემდეგში იყოს მასშტაბური დახურვების მიზეზი, არამედ სწორად გაანალიზებული, მართული პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ზაფხულის პერიოდი ეკონომიკისთვის მდგრადად გავიაროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა