ჩოხატაურის ტაძრის წინამძღოლი კორონავირუსით გარდაიცვალა
ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თომა სიხარულიძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეკანოზს კორონავირუსი დაახლოებით 2 თვის წინ დაუდასტურდა, რის შემდეგად სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდა.