თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

ინდოეთში 100 წლის ქალმა კორონავირუსი 10 დღეში დაამარცხა

ინდოეთში, შტატ ოდიშის მცხოვრები ქალი კოვიდინფექციისგან 10 დღეში განიკურნა. ამის შესახებ Odishatv.in იუწყება.

სუმატი ნიაკს ახლახანს 100 წელი შეუსრულდა და ქალაქ კხანდაპადას კლინიკაში 6 ივნისს მოხვდა. ქალის ახლობლებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, რადგან კლინიკაში მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

ამასთან, კლინიკის ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალი განეკურნათ. „სუმატას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეეძლო. პირველ დღეებში მას ფიზიოლოგიურ ხსნარს ვუსხამდით“, - აცხადებს ექიმი პრადიპ პაიკრაი.

მალე 100 წლის ქალმა საკვების მიღება დამოუკიდებლად შეძლო და 16 ივნისს ის კლინიკიდან გაწერეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა