914 ინფიცირება, 635 გამოჯანმრთელება, 24 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო 635 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 360055 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5199 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 346217 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,27%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,55%.