524 თბილისი, 87 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 956 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360055 -ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 524
⭕ აჭარა - 47
⭕ იმერეთი - 87
⭕ ქვემო ქართლი - 63
⭕ შიდა ქართლი - 57
⭕ გურია -4
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 42
⭕ კახეთი - 64
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 9
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 11
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613 საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 452, აჭარაში - 176, იმერეთში - 364.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 51, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 9, იმერეთში - 11.
605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 222- აჭარაში.
5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.