თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

კომენდანტის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, 1 ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, შეზღუდვა ასევე შეეხება ღამის კლუბებს და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ სხვა დაწესებულებებს.

"რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, მათ შორის ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ეს ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე", - თქვა ღიბრაძემ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა