თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში. დეტალურად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, საქართველოში, ღია სივრცეებში, პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გაადადგილებაზე შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან მოიხსნება.

1-ლი ივლისიდან კიდევ ერთი შეზღუდვა შემსუბუქდება - რესტორნები, მათ შორის - სასტუმროების რესტორნებიც, 24:00 საათამდე იმუშავებენ.

ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და, ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ამასთან, პირბადის ტარების წესის დარღვევა, მათ შორის - ღია სივრცეშიც, ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და, ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა, ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად - 40 ლარით დაჯარიმებას. დღეიდან ეს შეზღუდვა ღია სივრცეებს აღარ შეეხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა