თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

კომენდანტის საათი 30 ივნისს 23:00 საათზე აღარ ამოქმედდება

პრემიერ ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში კომენდანტის საათი 1 ივლისიდან მოიხსნება, მთავრობის დაზუსტებული ინფორმაციით კი ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან აღარ ამოქმედდება:

"პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ - 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს", - განმარტავენ მთავრობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა