"მთავრობის არ ვიცი და ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია..." - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში ერთი გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:
1. თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;
2. არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);
3. ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;
4. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს:))
რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!",- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი იხსნება, ასევე ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობა უქმდება.