თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

ღია სივრცეში პირბადის ტარების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას... ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს. ამასთან, მისი განმარტებით, ეს მომდევნო ორ კვირაში გამოჩნდება.

მისი თქმით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები არ მოიმატებს.

„საბოლოოდ, დარჩენილი იყო გადაადგილების შეზღუდვა და პირბადის ტარება. საზოგადოება დაიღალა ამითაც. ვინაიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ეს მოთხოვნა და დინამიკა იყო სტაბილური და მცირედ კლებადი, მესამე ტალღის პიკი გასულია, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება გაუქმებულიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა