თეგებით ძიება
23. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა