"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? - რას წერს გიორგი უშიკიშვილი
მომღერალი და ფოლკლორისტი, გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (კუსტბაზე) სადაც არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა სხვადახვა მთავრობის დროს, დღეს ჩემი სკოლის მენეჯერი და პედაგოგი უარით გამოისტუმრეს (ძალიან რბილად რომ ვთქვა) რომ ჩემმა სკოლის ბავშვებმა და მშობლებმა ბილეთები აიღონ და მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ. მიზეზი იყო რომ სამინისტრო არ აძლევთ უფლებას (არც დაუმალია დირექტორს რომ მიზეზი მე ვარ). ჩემზე გასაგებია მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა", - წერს ფეისბუქზე უშიკიშვილი.