თეგებით ძიება

"ადამიანებმა დამღალეს...მშიშრების და სიცოცხლეში მკვდრების ადგილი, ჩემს სამყაროში არ არის..." - რას წერს ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკუთარ შინაგან განწყობებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ზოგჯერ მეც ვიღლები ძალიან ... ისე ძალიან , რომ მარტოობა მინდა ... სიჩუმე და საკუთარ თავთან განმარტოება... ასეთ დროს, შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებმა დამღალეს... რომ სულერთია როგორი მონდომებულიც არ უნდა იყო მათ საკუთარი პოზიტივი უწილადო, ისინი მაინც ცდილობენ ნეგატივი შეგანთხიონ, როგორც გველი ვერ გაიგებს თავზე ხელის გადასმას სიყვარულით... მგონია, რომ ის ვისი გულიც დაკეტილია ბოროტების გასაღებით, სიკეთის საკეტი არ ერგება... მგონია, რომ უბრალოდ ზედმეტია თუნდაც ერთი სიტყვა ყრუსთვის, რომელიც პირის მოძრაობით სხვა რამეს გაიგებს , რადგან თვალებში შიში და ღვარძლი აქვს აწირპლული... მაგრამ ჩემი ენერგია, ძალიან გავს ჭაში დაწრეტილ წყალს, რომელსაც სულ ცოტა დრო ჭირდება აღსადგენად, ხოლო მარტოობას ვერ ვიტან, ვერც სიჩუმეს .. ან და რა სიჩუმე ჩემი შვილების ხელში?! ან რა განმარტოება?! არც იმისთვის ვარ დაბადებული, გავჩუმდე და ვიღაცის ბოროტებამ ხალისი დამაკარგინოს. მახსენდება, რომ რაც სამყარო არსებობს, სულ მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მშიშრების და სიცოცხლეში მკვდრების ადგილი , ჩემს სამყაროში არ არის. ამიტომ, ჩემს წუთიერ სისუსტეს პირში გავუცინებ ხოლმე და უკვე ახალი ენერგიით ვაგრძელებ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას - ზოგის ცხოვრების გასაფერადებლად, ზოგის კი გასაშავებლად. მე უბრალოდ მიყვარს, არა უფრო სწორედ ვგიჟდები ჩემს მშვენიერ ცხოვრებაზე, რომელიც შექმნა და დღემდე ქმნის, ჩემი მშვენიერი თავი", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა