თეგებით ძიება

"9 შვილი ჰყავდა და რამდენიმე თვის წინ ტყუპები გარდაეცვალა..." - აკა სინჯიკაშვილი მარტოხელა დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი 7-შვილიან მარტოხელა დედაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქყნებს და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდებს:

"გთხოვთ ყურადღებას!
დღეს ვიყავი მარტოხელა დედასთან, რომელიც 7 შვილს ზრდის. სულ 9 შვილი ჰყავდა და რამდენიმე თვის წინ ტყუპები გარდაეცვალა. ბავშვები მამამ დიდი ხნის წინ მიატოვა. ცხოვრობენ ნაქირავებ სახლში და სოციალური დახმარებით, რომელიც დროებით შეჩერებული აქვთ.
ბავშვებს სჭირდებათ ყველაფერი, განსაკუთრებით ტანსაცმელი და საჭმელი, რომელიც ყოველთვის ძალიან უჭირთ. დღეს ჩემს თვალწინ მოიტანა უფროსმა გოგომ სოციალური სასადილოდან 2 პური და რამდენიმე გუფთა. მართლა ლამის გული გამისკდა იქვე.

მომეხმარეთ რაც შეგიძლიათ და შეგვიძლია ორ დღეში შვიდი ბავშვი ბედნიერ ბავშვებად ვაქციოთ!

ხვალ, ორშაბათს, 28 ივნისს, საღამოს 17:00-დან, 20:00-მდე, დადიანის გამზირზე, "ქარვასლა"-ს შესასვლელთან იდგება მანქანა. ვაგროვებთ ბავშვებისთვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და საკვებ პროდუქტებს.

ასაკი - გოგოები - 5 , 11 , 13 და 14 წლის.
ბიჭები - 2 , 8 და 12 წლის.

რასაც გაუგზავნით ბავშვებს, ყველაფერს ხელუხლებლად გადავცემთ და ყველაფერი ძალიან გაეხარდებათ!
შეგროვილი ფულით, ვეცდებით ყველა პრობლემა მოვუგვაროთ, რომ ბავშვები ბედნიერები იყვნენ!
გამივრცელეთ პოსტი როგორც შეძლებთ რა, პატარებს ძალიან სჭირდებათ დახმარება!
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili",- წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა