თეგებით ძიება

"გახარიას გადაეცით, ერთი კოიკა მისთვის სულ მაქვს“ – ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ამერიკაში ვიზიტით მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას სარფიან შეთავაზებას სთავაზობს:

"სანამ წასულა, ბატონ გახარიას გადაეცით, არ უნდა სასტუმროში ფულის ხარჯვა- ერთი კოიკა-ადგილი მისთვის მაქვს, სტუმრების ოთახში- клянусь, не буду насиловать- хочу про жизнь поговорить... სალიბატზე ვარ, პირველწყაროდან მინდა გავიგო, რა ჯანდაბა ხდება სამშობლოში... блины с икрой на завтрак и так и быть, Martini asti, обещаю ... ps ძმაკაცი თან არ წამოიყვანოს, დავაგორებ ნიუ-იორკის მეხუთე სართულიდან ვაშინგტონამდე, იცით, ვის ვგულისხმობ...." - წერს შაფათავა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მართავს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეხვდა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს ფიონა ჰილს, ასევე გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარ ჯონათან კაცსაც, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა