საქართველოში, შესაძლოა, ტურისტული გადასახადი დაწესდეს
საქართველოში, შესაძლოა, ტურისტული მოსაკრებელი დაწესდეს.
როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი მარიმ გადაცემაში „საქმის კურსი” ისაუბრა, მნიშვნელოვანია ის თუ რა მიზნებს მოემსახურება ტურისტული გადასახადი და როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება.
„მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება და რა მიზნებს ემსახურება ტურისტული გადასახადი. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიასაც ჰქონდეს გარკვეული სათქმელი, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ასევე შეეძლოს ამის გაკონტროლება. ეს თუ გახდა სახელმწიფოს დამატებით შემოსავალი, რომლის ხარჯვაც შემდეგ უკვე გაუგებარი იქნება, ამას ალბათ ყველა შეეწინააღმდეგება. ალბათ ყველაზე მისაღები მოდელი იქნებოდა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ორგანიზაციები (DMO-ები), რომელიც შეიქმნა, მათ ხელში იყოს ეს გადასახადი. ამ მიმართულებით უფრო გაკონტროლდებოდა თანხების ხარჯვა“, – განმარტა გიორგი მარრიმ.
primetime.ge