თეგებით ძიება

"აუცილებლად გავალ პრაიდზე, მთელი მოძალადე მრევლი რომ შეყაროთ, მაგის მიუხედავად" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებულ "ღირსების მარშში" მიიღებს მონაწილეობას.

"პირადად ჩემთვის, ეკლესიის მუქარა მხოლოდ დამატებითი სტიმულია, რომ ბოროტმოქმედებისგან თავისუფლება დავიცვა.
აუცილებლად გავალ პრაიდზე, მთელი მოძალადე მრევლი რომ შეყაროთ, მაგის მიუხედავად", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მრევლს 5 ივლისს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა