თეგებით ძიება

"პარალელის გავლება "სინოფარმი/სინოვაკთან" სწორი არ იქნება, მაგრამ..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ინდოეთში წარმოებულ კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"ინდოეთი აწარმოებს ვაქცინას კოვაქსინს, რომელიც არის ინაქტივირებული (ჩინური ვაქცინების ანალოგი). დღეს გამოქვეყნდა მათი მესამე ფაზის კვლევის პრესრილიზი. ვაქცინის ეფექტურობა დელტა (ინდური) ვარიანტის მიმართ 65% -ია.

პ.ს. ამ პარალელის გავლება სინოფარმი/სინოვაკთან სწორი არ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით ინაქტივირებული ვაქცინების ეფექტი ამ ვარიანტზე ამ ფარგალში იმერყევებს",- წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა