თეგებით ძიება

ეკონომიკის სამინისტრომ დაჭრილ ტურისტს სასტუმროში სარეაბილიტაციო კურსი შესთავაზა

5 ივლისს დაჭრილ ტურისტს ეკონომიკის სამინისტრომ და საპარტნიორო ფონდმა “ძალების აღსადგენად” ლიკანის სასტუმროში სარეაბილიტაციო კურსი შესთავაზა. ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ მომხდარი სამწუხარო ფაქტია, თუმცა “ასეთი შემთხვევები ნებისმიერ დიდ ქალაქში ხდება”.

“მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სენსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი ლიკანის სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”,- აცხადებს თურნავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა