თეგებით ძიება

"ეს არის წარმოუდგენელი. გაოგნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები... ყველაფერი დაარღვიეს, აბსოლუტურად" - ილიაუნის რექტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე  ილიაუნისთვის, 1 წლის შემდეგ მონიტორინგის შუამდგომლობით, ავტორიზაციის მინიჭებას გამოეხმაურა.

დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, სხდომაზე "ყველაფერი დაარღვია და მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ ამისთვის". 

აქამდე, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა. 

ნინო დობორჯგინიძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, უკლებლივ ყველა სტანდარტში საუკეთესო დასკვნა ჰქონდა.  

"ეს არის წარმოუდგენელი. გაოგნებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ცნობილი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო პროგრამებს. ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომლის პასუხისმგებლობა იყო ამ პროცესების წაყვანა, ის არის მართლაც პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროცესები წაეყვანა ისე, როგორც ამას მოითხოვს წესდება.

ყველაფერი დაარღვიეს აბსოლუტურად და მე, სამწუხაროდ, არ შემიძლია დაბეჯითებით არაფრის თქმა, არ მაქვს ოფიციალური გადაწყვეტილება ხელთ. 

მათ 10 დღე აქვთ იმისათვის, რომ ჩაგვაბარონ სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება და ჩვენ აუცილებლად სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ დავა იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე", - აღნიშნა დობორჯგინიძემ. 

საბჭოს ეს გადაწყვეტილება, როცა მაშინ მას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა ამისთვის, პირიქით, საპირისპირო მტკიცებულება ჰქონდა - საუკეთესო დასკვნა უკლებლივ ყველა სტანდარტში და აი, ამის ფონზე, როცა მან მიიღო პირისპირაა გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, მას ჰქონდა ვალდებულება, თუ რამ შეცვალა ექსპერტების დასკვნიდან, იქვე უნდა განემარტა. მას ეს არ გაუკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ბევრ ეჭვს". - თქვა დობორჯგინიძემ ფორმულასთან საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა