"7 ადამიანის სიკვდილი წუთში" - ბიძინა კულუმბეგოვი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიზინა კულუმბეგოვი კორონავირუსით გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკაზე სოციალურ ქსელში წერს:
"Oxfam– ის ახალი მოხსენებით ნათქვამია, რომ 11 ადამიანი სავარაუდოდ ყოველ წუთს იღუპება შიმშილისა და მალნუტრიციის გამო, შედეგად მსოფლიოში შიმშილით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის რაოდენობას.
კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკაა 7 ადამიანის სიკვდილი წუთში.
ძალინ საგულისხმო ამბავია ეს", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.