თეგებით ძიება
10. 07. 2021 COVID - 19

"ვაქცინაციის გეგმა ჩავარდნილია! არაპროფესიონალიზმი კლავს..." - გიორგი ფხაკაძე NCDC-ს მიმართავს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის გნცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმა ჩავარდნილია.

მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2-3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა.

"ვაქცინაციის გეგმა ჩავარდნილია!
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერაფერს აკონტროლებს!
გავიდა თითქმის 20 თვე, არავინ (ვისაც ევალება) არაფერი არ/ვერ ისწავლა!
არაპროფესიონალიზმი კლავს, ნამდვილად კლავს!
5443 ადამიანი ოფიციალურად გარდაიცვალა კორონავირუსისგან. სინამდვილეში ეს ციფრი მინიმუმ 2-ზე ან 3-ზე უნდა გამრავლდეს!

ვაქცინაცია ჩავარდნილია, იმიტომ, რომ თავიდანვე ეს პროცესი ტყუილზე იყო აგებული. თქვით სიმართლე, აუხსენით სიმართლე, აჩვენეთ და ილაპარაკეთ ყველა გამოწვევაზე ღიად და არა “დახურული კარების უკან”!

ანგარიშვალდებულება ჩვენმა “პროფესიონალებმა” არ იციან, რა არის, ვინაიდან კიდევ “კომუნიზმში ცხოვრობენ”!
დიახ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება, სხვა საშუალებებთან ერთად, რომ გავაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი!

გამოსავალი:
პირბადე (არასწორია) - სამედიცინო პირბადე!
დისტანცია (არასწორია მარტო ამაზე საუბარი) - აარიდეთ თავი ადამიანების თავშეყრის ადგილებს. დარჩით სახლში!
ვაქცინაცია (არასწორია ასე საუბარი, ვინაიდან ადამიანებს ცრუ იმედს უნერგავენ, თითქოს აცრილები 100% უსფრთხოდ არიან) - სწორი ვაქცინაცია არის ძლიერი ვაქცინებით ან ფაიზერით ან მოდერნათი და თუ არ არის ეს საშუალება, მაშინ დაბალეფექტური ვაქცინების შემდეგ უნდა უზრუნველყოთ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერის გაკეტება!სამედიცინო პირბადე მაინც უნდა ვატაროთ!

ანტივაქსერი - ადამიანი რომელიც არასწორ, არაადეკვატურ ინფორმაციას ფლობს იმიტომ, რომ ის, ვისაც ევალება, ეს ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, თავისი არაპროფესიონალიზმით ქმნის ანტივაქსერულ განწყობას. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ამაზე 100 % პასუხისმგებელი!(დეტალები ბმულებშია, თუ როგორ უნდა მართოთ “ანტივაქსერული” გამოწვევა, რომელიც თქვენ შექმენით)

გვახსოვდეს: სამედიცინო პირბადე+ აერიდეთ ხალხმრავლობას+სწორი ვაქცინაცია = კოვიდის დამარცხება", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა