საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 20 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 658, „პისიარ“ ტესტით – 11 623.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,69 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 226 გამოჯანმრთელდა, 5 452 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 302 388 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 096.
კარანტინის რეჟიმშია 98, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 472 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 907 პირი.