თეგებით ძიება

უმძიმესი კადრები იყო, ცხედარი სახლიდან გაიტაცეს, გვაინტერესებს დადგინდეს ლექსოს სიკვდილის მიზეზი - ნოდარ მალაძე გარდაცვლილ ოპერატორზე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, უნდა დადგინდეს რა გახდა ტელეკომპანიის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი.

"პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ძალადობრივი კადრები, როგორ გადაკიდა 30-მდე თავდამსხმელმა ლექსო კიბეზე და მიაყენეს სასტიკი დაზიანებები, სახის ძვლები ქონდა ჩამტვრეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვაინტერესებს დადგინდეს ლექსოს სიკვდილის მიზეზი. როცა მოვიდნენ პოლიციელები დიდი ხანი არ მოვიდნენ, შემდეგ ჩვენ დავურეკეთ პრესსამსახურს, მოვიდნენ სამართალდამცავები, დედა იყო ემოციურ ფონზე, პოლიციამ გვითხრა, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო და გაგვიშვეს, გავედით გარეთ, გარეთ გვესმოდა ხმაური ჩხუბის ხმა. იმის მაგივრად, რომ პოლციიას აეხსნა და დაემშვიდებინა შვილმკვდარი დედა, ვხედავთ, რომ ცხედარი სახლიდან გაიტაცეს საკაცეც კი არ შემოიტანეს, უმძიმესი კადრები იყო. ჩვენ შოკირებულები ვართ, საერთოდ არ ვიცით რა მოხდა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა