"ქრისტიანობის ქადაგება თუ ძალადობით უნდა გაგრძელდეს, იქნებ უარი ვთქვა ასეთ "სარწმუნოებაზე"!.." - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი (კვარახელია) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ძალადობაზე და მასში ეკლესიის როლზე, სოციალურ ქსელში წერს:
"გულწრფელად მაინტერესებს, ქრისტიანობის ქადაგება თუ ძალადობით უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ ალეგორიებით არა, აშკარად თქვან და იქნებ უარი ვთქვა ასეთ ,,სარწმუნოებაზე”!.."- წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.