თეგებით ძიება

"მეგობრებო, "ქოცებს" რომ დავცინით/ვაკრიტიკებთ, თავებს ითვლიანო, ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა?..." -რას წერს ნიკა გვარამია?

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

მეგობრებო, ქოცებს რომ დავცინით/ვაკრიტიკებთ, თავებს ითვლიანო, ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა?

გამათავისუფლებელი მოძრაობა არაა ყოველ დღე ასი ათასიანი მიტინგები, თუ არა და, ბელორუსში ყოველდღე 300-400 ათასი ადამიანი იკრიბებოდა და შედეგი არ დადგა.

გონივრულად, გეგმაზომიერად, და რაციონალურად დაგეგმილი წინააღმდეგობის ცენტრები და სხვადასხვაგვარი აქტივობები - ესაა შედეგზე ორიენტირება.

სულ უნდა გვახსოვდეს: ჩვენ გვჭირდება შედეგი და არა სხვადასხვა მედიებში (უცხოურშიც) ფოტოებით და კადრებით თავმოწონება და ხბოს აღტაცება.

არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამიტომაც დრო გადის ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად.

შედეგი აუცილებლად დადგება: ჩვენ დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს! ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს!" - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა