თეგებით ძიება

„პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას“ - სოფი ლორენის ქართველი სარძლო ამერიკაში კინოჩვენებაზე იმყოფებოდა

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი ამერიკაში მნიშვნელოვან კინოჩვენებაზე იმყოფებოდა. როგორც მარიამი ამბობს, აჩვენეს ფილმი, რომელმაც სოფი ლორენს ოსკარი მოუტანა. საღამო კი მთლიანად სოფიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„7 ნოემბერს ლოს ანჯელესში გაიმართა კინო აკადემიის მუზეუმის მიერ ღონისძიება რომელიც მიეძღვნა ქალბატონი სოფიას ბრწყინვალე კარიერის საიუბილეო აღნიშვნას.

პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის  ულამაზესი კაბით, ქართული საიუველირო კომპანია ზარაფხანას უმშვენიერესი სამკაულით და იტალიური მოდის აიქონის არმანი-ის ჩანთითა და ფეხსაცმლით“, – წერს მარიამი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა