დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - დაკავებულია 4 პირი
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 4 პირის დაკავეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ., რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობას წითელი საღებავი შეასხეს.