თეგებით ძიება

ამ ამბიდან ცდილობენ გადახვევას... არ შევეგუებით ამ ამბავს - რას ამბობს ლექსო ლაშქარავას მეუღლე შსს-ს ვერსიაზე

ამ ამბიდან ცდილობენ გადახვევას, - ასე გამოეხმაურა "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე შსს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც ოპერატორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ზედოზირების ვერსია დასახელდა.

"ძალიან მძიმე იყო, არ ვიცი, ალბათ გამოძიება გაარკვევს რა არის მართალი და რა არა. გადახვევა მიდის იქიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც იმ დღეს მოხდა, როგორი ძალადობაც განხორციელდა იმ დღეს ლექსოზე, მირანდაზე და ყველა ჟურნალისტზე, ამ ამბიდან ცდილობენ გადახვევას. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველა ვინც ეს ჩაიდინა იმ დღეს დაისაჯოს უმკაცრესად. არ შევეგუებით ამ ამბავს, რომ ისე დარჩეს რაც იმ დღეს მოხდა და გადაერთოთ ამ ამბავზე. ვენდობით გამოძიებას, მაგრამ იმდენად მიდის საზოგადოებრივი აზრის გადატანა, რომ შეიძლება საბოლოოდ ცუდად გამოჩნდეს და მოძალადეები და ის პირები ვინც მათ ეს დაავალათ არ დაისაჯონ", - ამბობს ლექსო ლაშქარავას ცოლი ირინა ლომსაძე.

იმიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, პენტინი და მონოაცეტილმორფინი - განაცხადეს ლექსო ლაშქარავაზე დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიზეზი. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა