თეგებით ძიება

ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს - დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავაზე

ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გეჯაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ის აპირებს მიმართოს გამოძიებას, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვნენ ნარკოლოგი, კლინიკური ტოქსიკოლოგი და ნევროპათოლოგი.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა რაოდენობით აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერებები, როგორ ზემოქმედებენ ისინი ერთმანეთზე და ასევე ერთობლიობაში რა გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.

„მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილ იქნა ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში სამხარაული საექსპერტო სტრუქტურის ქიმიკოსების მიერ 5 ნივთიერება: მორფინი, კოდეინი და დანარჩენი სამი პრეპარატი, ერთ-ერთი, მგონი - ფსიქოტროპულია, ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს. ჩვენ ველოდებით ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევის შედეგებს. მაღალი ალბათობით, მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში. რომ გააჩეროთ ქუჩაში 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ. სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - განაცხადა გეჯაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა